LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ვირუსი დიდ ბრიტანეთში სექტემბრის თვიდან ფიქსირდება: ივანე ჩხაიძე

146
ივანეეეეე

კორონავირუსს მუტაციისადმი გამოხატული მიდრეკილება აქვს. ამის შესახებ, თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ ”მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა.

”დღეისათვის დაფიქსირებულია 1200-ზე მეტი მუტაცია. ოღონდ, ეს ხანმოკლეა და მათი ზეგავლენა მეტი ლეტალობის თვალსაზრისით დღემდე აღნიშნული არ ყოფილა. შესაბამისად, ეს არ გახლავთ იშვიათი მოვლენა”.

მან ასევე აღნიშნა, რომ რამდენიმე მუტაცია აღმოჩნდა, რომელმაც განსხვავებული კლინიკური მიმდინარეობა გამოავლინა. მათ შორის არის ბრიტანული ვირუსი, რომელიც დიდ ბრიტანეთში სექტემბრის თვიდან ფიქსირდება.

”ეს არ არის დეკემბერში აღმოჩენილი. ეს ვირუსი გაცილებით ადრე ცირკულირებდა დიდ ბრიტანეთში. უბრალოდ, დეკემბერში უფრო მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ასევე, განსაკუთრებულად შეისწავლება სამხრეთ აფრიკაში ვირუსის ახალი მუტაცია და აფრიკის კიდევ ერთი ქვეყანა, სადაც მნიშვნელოვანი მუტაციაა დაფიქსირებული”. – აღნიშნა მან

შეგახსენებთ, რომ ცვლილებები, რაც ვირუსის მუტაციის დროს მოხდა ძირითადად გადამდებლობას ეხება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g