LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახლაც ვერ მოვდივარ ჭკუაზე რაც ვნახე.. შუაში შავი ქურთუკით ჩემი შვილია, გადარჩნენ.. რამე უნდა მოვიფიქროთ მშობლებმა ძალადობის აღმოსაფხვრელად“ – რას წერს ნინო ზამბახიძე

3744
fot (1)

ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტსა და შემთხვევის ადგილიდან გავრცელებულ კადრებს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნინო ზამბახიძე ეხმაურება საკუთარ ფეისბუკ გვერდზე და წერს, რომ სროლის დროს კაფეში მისი ქალიშვილიც იმყოფებოდა.

თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ კაფეში სროლა იყო

„ახლაც ვერ მოვდივარ ჭკუაზე რაც ვნახე

შუაში შავი ქურთუკით ჩემი შვილი ნონოა. ალბათ, ყველაფერი რაც გაგვიკეთებია მშობლებს კარგი ჩვენ შვილებზე აისახა რომ ცოცხლები გადარჩნენ.

იმედს ვიტოვებ რომ სწრაფად იქნება დაკავებული დამნაშავე და რამე უნდა მოვიფიქროთ მშობლებმა ძალადობის აღმოსაფხვრელად“, – წერს ნინო ზამბახიძე.

შეგახსენებთ, რომ ვაკეში, მოსაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი კაფეს ვერანდაზე სროლა გუშინ, 25 მაისს მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, გასროლა ახალგაზრდა ბიჭმა 7-ჯერ განახორციელა.

არსებული ინფორმაციით, სროლის დროს 1997 წელს დაბადებული მამაკაცი დაიჭრა. მას ოპერაცია ჩაუტარდა. ის ამ დრომდე ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

 

 

ეხლაც ვერ მოვდივარ ჭკუაზე რაც ვნახე ? შუაში შავი ქურთუკით ჩემი შვილი ნონოა. ალბათ ყველაფერი რაც გაგვიკეთებია მშობლებს კარგი ჩვენ შვილებზე აისახა რომ ცოცხლები გადარჩნენ. იმედს ვიტოვებ რომ სწრაფად იქნება დაკავებული დამნაშავე და რამე უნდა მოვიფიქროთ მშობლებმა ძალადობის აღმოსაფხვრელად.

Posted by Nino Zambakhidze on Thursday, 25 May 2023

 

 

 

როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები