LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აკრძალულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 1 457 625 პირი” – რამდენი პირია დამოკიდებული აზარტულ თამაშებზე

168
gambling

“ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში აკრძალულ პირთა სიაში, დღეის მდგომარეობით, რეგისტრირებულია 1 457 625 პირი” – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“2022 წლის პირველი მარტიდან ძალაში შევიდა სათამაშო ბიზნესის ახალი რეგულაციები. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში აკრძალულ პირთა სიაში, დღეის მდგომარეობით, რეგისტრირებულია 1 457 625 პირი. დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 4 901 პირი. აქედან, მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 34 პირი საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე კი 4 867 პირის განაცხადი დარეგისტრირდა” – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2022 წელს სათამაშო ბიზნესიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებული თანხა, წინა წელთან შედარებით, 65 პროცენტით გაიზარდა და ჯამში 739 მლნ. ლარი შეადგინა.

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “მინისტრის საათის” ფორმატში იმყოფება. მან გაწეული მუშაობის ანგარიში წარადგინა და ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებზე ისაუბრა.

მოსალოდნელია, რომ შესაძლებელი გახდება ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალი მაჩვენებლის მიღწევა – ფინანსთა მინისტრი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g