LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ალეკო ელისაშვილს, იაგო ხვიჩიას, ვახო მეგრელიშვილს და “ოცნების” დეპუტაციას ვუყურებ, ბედნიერები არიან, გამოვალ და სათანადო ყურადღებას მივაქცევ” – ნიკა მელია

106
მელია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ როდესაც ის საპატიმროს დატოვებს, ქართულ ოცნების” დეპუტაციას, ალეკო ელისაშვილს, იაგო ხვიჩიას და ვახო მეგრელიშვილს “სათანადო ყურადღებას მიაქცევს”.

ამასთან მელია აღნიშნავს, რომ ელისაშვილი, ხვიჩია და მეგრელიშვილი თავს ოპოზიციონერებად ასაღებენ.

“მინდა გამოვეხმაურო იმ სასოწარკვეთილ კამპანიას, რომელსაც ეწევა „ქართული ოცნება“ და ჩართეს ალეკო ელისაშვილი, იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ეს ადამიანები თავს, რომ ოპოზიციონერებად ასაღებენ, რატომ არ ეუხერხულებათ, რა შუაში არიან ოპოზიციასთან?

საუბრობენ, თითქოს, ვინაიდან მე უარი განვაცხადე მიმეღო ინდულგენცია და გამოსასყიდის თანხა არ ჩავარიცხინე ევროკავშირს, ამის შემდეგ ამოქმედდა სათადარიგო მექანიზმი – ამნისტია. წინააღმდეგ შემთხვევაში მელიას, რომ მიეღო ეს თანხა ევროკავშირისგან, ამნისტია არ იქნებოდა დღის წესრიგშიო. აი ამას ტირაჟირებს მთელი „ქართული ოცნების“ პროპაგანდა, „ქართული ოცნება“, ელისაშვილი და იაგო ხვიჩია ბრიფინგს ბრიფინგზე ატარებენ.

ვერცერთ ეტაპზე ჩემზე გამარჯვება ვერ მოიპოვეს და პირიქით, რამდენჯერაც შემომიტიეს, იმდენჯერ გამაძლიერეს. ვერც დაჭერით დამაკლეს ვერაფერი კი არა, პირიქით, ვერც სხვადასხვაგვარი ცილისწამებით და ხვდებიან, რომ ამ პრინციპებს არ გადავუხვევ და ვარ ურყევი ჩემს იდეასთან მიმართებით.

ელისაშვილს, იაგო ხვიჩიას, ვახო მეგრელიშვილს და “ქართულ ოცნების” დეპუტაციას ვუყურებ, ბედნიერები არიან, ფიქრობენ, ბედისწერა მათით დაინტერესდა. გამოვალ და სათანადო ყურადღებას მაგათაც მივაქცევ, იმიტომ რომ ჩემთვის “ქართული ოცნება” და აი ეს ბატონები ერთი და იგივეა “, – აცხადებს მელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები