LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალიევი ყარაბახში საერთაშორისო აეროპორტს ააშენებს

84
1609849303726-mfQDkzjG

ყარაბახს საკუთარი საერთაშორისო აეროპორტი ექნება. გადაწყვეტილება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უკვე მიიღო. მისი თქმით, ახალი აეროპორტი ქალაქ ფიზულთან აშენდება.

“სათანადო ინსტრუქცია უკვე გაცემულია და ახლა კონკრეტული ადგილის შერჩევა მიმდინარეობს. შემდგომ ტერიტორიის გასაწმენდად სათანადო სამუშაოები ჩატარდება. მე განკარგულება გამოვეცი, რომ აეროპორტი ამ წელს უნდა აშენდეს, ყოველ შემთხვევაში ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი მაინც”, – აღნიშნა ალიევმა.

მისივე თქმით, ახალი აეროპორტიდან ქალაქ შუშამდე მანძილი მოკლეა. „ საბჭოთა პერიოდში შუშაში უნდა წასულიყავი ან ხანკანდიდან, ან ლაჩინის დერეფნით. ჩვენ ახლა ახალ გზას ვაშენებთ. ამასთან, ფიზულის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა საშუალებას მოგვცემს, უცხოელი სტუმრები შუშაში მივიწვიოთ. აქ ჩამოსვლა და შუშამდე მცირე მანძილის გავლა იქნება შესაძლებელი “, – განმარტა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები