LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ ხელისუფლებამ გადადგა ძალიან სწორი ნაბიჯი, როგორსაც გადადგამდა ყველა პატრიოტული ხელისუფლება: გრიგოლ ვაშაძე

19408
Untitled

ენმ-ს ყოფილმა თავმჯდომარე, დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძემ უკრაინის ომთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო კურსზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ამ ხელისუფლებამ გადადგა ძალიან სწორი ნაბიჯები, რასაც გადადგამდა საქართველოს ყველა პატრიოტული ხელისუფლება. ამის შესახებ მან აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

“პირველი – უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას გენერალურ ასამბლეაზე დაუჭირა მხარი. რუსეთის გარიცხვას ევროპის საბჭოდან დაუჭირა მხარი. დიდი ბრიტანეთის ინიციატივას, რომ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ აღძრულიყო საქმე იმის გამო, რუსეთის ფედერაციამ განახორციელა საერთაშორისო სამართლის სრული დარღვევით უკრაინის წინააღმდეგ აგრესია, დაუჭირა მხარი. არ ვთქვათ ეს?  ანუ ვთქვათ, რომ ეს არ გაუკეთებია საქართველოს ხელისუფლებას? ხომ იდიოტიზმია, მაპატიეთ.

შეიძლება მეტი გააკეთოს? ამისათვის უნდა გვქონდეს ზუსტად იმ ხარისხის და იმ რაოდენობის ინფორმაცია, რომელიც აქვს ხელისუფლებას. მე ეს ინფორმაცია არ მაქვს. ჩვენი უკრაინელი მეგობრები უკმაყოფილო არიან. ამასაც ხაზი უნდა გავუსვათ, მაგრამ ის, რაც გაკეთებულია, ამაზე უნდა ვთქვათ, რომ გაკეთებულია”,-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

http://

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g