LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამერიკა, ამერიკაო ყვირიან! რომელი ამერიკა? სულ 250 წელია, რაც არსებობს, თფუ!“ – მარგარიტა სიმონიანი

889
simoniani

კრემლის პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა ისევ ბევრი ისაუბრა რუსეთის უპირატესობაზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან შედარებით.

„ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენს თავზე და დავიწყოთ ზრუნვა იმაზე, რომ დავამყაროთ წესრიგი. ცხოვრება მიქრის სწრაფად, 20-30 წელი გადის შეუმჩნევლად. ამერიკა, ამერიკაო ყვირიან! რომელი ამერიკა? სულ 250 წელია რაც არსებობს, თფუ! ჩვენი ამოცანაა, ვილაპარაკოთ ბევრი. ამოცანა დავისახე, ყველა გადაცემაში მოვყვები, რა რის შესაცვლელი. ახლა ყველა იმას ამბობს, გადასახადები შეგვიმცირეთ და ამოვისუნთქეთო. მე პატარა გამოკითხვა ჩავატარე მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს შორის და პირდაპირ მითხრეს, რომ გადასახადები მათ არ აწუხებთ. მათ ახრჩობთ დაუსრულებელი შემოწმებები. ამაში ხუთჯერ მეტს იხდიან, ანუ ბევრად მეტს უხდიან მაკონტროლებელ ორგანოებს. ეს უნდა შეიცვალოს“ – ამბობს სიმონიანი.

„ყველა სომეხმა ერთი ჭკუასუსტის გამო არ უნდა აგოს პასუხი” – სომხური დიასპორა მარგარიტა სიმონიანის ქმარს უპირისპირდება

„ამერიკელებმა მომიტაცეს, როგორც უნიჭიერესი გოგო და უნდოდათ ჩემი ზომბირება“ – მარგარიტა სიმონიანი

„ჩვენი კაცური კაცი დონბასშია“  – მარგარიტა სიმონიანი გრიგორი ლეპსიზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები