LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველა სომეხმა ერთი ჭკუასუსტის გამო არ უნდა აგოს პასუხი” – სომხური დიასპორა მარგარიტა სიმონიანის ქმარს უპირისპირდება

1258
simoniani

ყაზახეთში მცხოვრები სომხური დიასპორა კრემლის პროპაგანდისტს, ტიგრან კეოსიანს მიმართავს. ცნობილია, რომ მარგარიტა სიმონიანის ქმარი და რეჟისორად წოდებული პროპაგანდისტი ყაზახეთის მთავრობას დაუპირისპირდა. ეს მაშინ მოხდა, როცა კეოსიანმა ყაზახები 9 მაისის აღლუმის ჩაშლის გამო გააკრიტიკა. კეოსიანმა განაცხადა, რომ ყაზახეთთან ძმური ურთიერთობების გაწყვეტის და შესაბამისი რეაგირების დროა.

„დასავლეთმა სასიკვდილო ომი გამოგვიცხადა, ესაა შანსი რუსეთისთვის, გახდეს უძლეველი“ –  მარგარიტა სიმონიანს პუტინის ქებაში ქმარმა გადაასწრო

ამ ფაქტს მალე მოჰყვა ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადება, სადაც ითქვა, რომ კეოსიანის ქვეყანაში შემოსვლა შეიზღუდება. ყველაზე დიდი პროტესტი კი კეოსიანის განცხადებამ სომხურ დიასპორაში გამოიწვია. კულტურის ცენტრისა ხელმძღვანელის, არმან მანუკიანის თქმით, კეოსიანმა ბოდიში უნდა მოიხადოს:

„ყველა სომეხმა არ უნდა აგოს პასუხი ერთი ჭკუასუსტი გამო. ბოდიში მოიხადოს, ჩამოვიდეს და ნახოს, როგორ ცხოვრობს ხალხი აქ. ყაზახებს ყოფნით ზრდილობა იმისა, რომ მას სახეში არ შეაფურთხონ“განაცხადა მანუკიანმა.

ომის პერიოდში პუტინის ქება-დიდებისთვის, მარგარიტა სიმონიანსა და მის ქმარს სოჭში სამსართულიანი ფეშენებელური ვილა გადაეცათ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები