LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკაში, შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს

110
ტრამპი

ამერიკის პრეზიდენტი ქვეყანაში ისევ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას გეგმავს. ინფორმაციას გამოცემა Hill-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, თეთრი სახლის ლიდერს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მექსიკისთვის ტარიფების გაფართოების მიზნით სურს.  გადაწყვეტილებას ტრამპი მექსიკის საზღვარზე არსებული მდგომარეობით ხსნის და ამბობს, რომ არალეგალური მიგრაციისა და ნარკოტიკების კონტრაბანდისტების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღება აუცილებელია.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ მექსიკაში აშშ-სკენ მიმავალი მიგრანტების ქარავანი შეაჩერეს. მექსიკამ ქვეყნის სამხრეთით, გვატემალასთან საერთო საზღვარზე ეროვნული გვარდიის ექვსი ათასამდე სამხედრო განათავსა. უსაფრთხოების გაძლიერება ქვეყანაში არალეგალური გზით მიგრანტების ნაკადის შემცირებას ისახავს მიზნად.

პარალელურად, ვაშინგტონში აშშ-სა და მექსიკას შორის მოლაპარაკებები იმართება. მთავარი თემა მექსიკურ საქონელზე ტარიფების დაწესება და არალეგალური მიგრაციაა.

რამდენიმე დღის წინ ტრამპმა განაცხადა, რომ 10 ივნისიდან მექსიკიდან ყველაზე საქონელზე 5%-იანი ტარიფი დაწესდება, რომელიც ყოველთვე 5%-ით გაიზრდება, სანამ ის 25%-ს არ მიაღწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები