LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამირან სალუქვაძე: „საზოგადოების აჟიოტაჟი ასეთ დროს ეხმარება ტერორისტს, ამიტომ აკეთებს „ლაივს“, თორემ დაარეკინებდა 112-ზე.. ჩვენ ხომ საქმეზე მსჯელობა არ გვაინტერესებს?! სკანდალი გვინდა“

125
BeFunky-collage (2)

“საქართველოს ბანკის” ქუთაისის ფილიალში უკვე თითქმის სამი საათია 12 ადამიანი შეიარაღებულ თავდამსხმელს მძევლად ჰყავს აყვანილი. ბოლო ცნობებით, ის ორ მილიონ დოლარს და ვერტმფრენს ითხოვს.

„ბომბები აქვს დადებული, როგორც კი კარი გაიღება, აფეთქდება“ – საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი 2 მილიონი დოლარის გარდა, ვერტმფრენს, რუსეთის დროშასა და ანკესს ითხოვს

„ტელეფონით დამირეკა.. ჩემი შვილი არის მძევლად, პოლიციას და მთელ საქართველოს ვთხოვ, გამომიყვანეთ შვილი უვნებლად“ – მძევლების ოჯახის წევრები

ფაქტს სოციალურ ქსელში ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძე ეხმაურება და ინტერნეტსივრცეში მოქალაქეებს მეტი წინდახედულობისკენ მოუწოდებს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“წინა ტერაქტის დროს როგორც იქცეოდა ფანკლუბი და ოპომედია, ახლაც იგივეა. ისეთ კომენტარებს წერენ, თითქოს ესებუას შემთხვევაზე არ ავხსენით იგივე.

შევარდნაძის დროსაც ხდებოდა, სააკაშვილის დროსაც (გაცილებით უარესი, სახელმწიფო სჩადიოდა ტერორს) ახლაც ხდება და 22-ე საუკუნეშიც მოხდება.

ელემენტარულია, რომ ტერაქტის, ან მძევლად აყვანის დროს ან პოლიციას და მძევლებს უნდა გულშემატკივრობდე, ან გასუსული უნდა იყო.

დასრულდება საპოლიციო ღონისძიებები და შემდეგ უნდა ისაუბროთ, თუ რაიმე პრეტენზიები გაქვთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

მაგრამ დასრულების შემდეგ თქვენთვის აღარაა საინტერესო. ჩვენ ხომ საქმეზე მსჯელობა არ გვაინტერესებს?! სკანდალი გვინდა.
ისეთი კომენტარებია სოცქსელში, გამეორებაც არ მინდა. ზუსტად ასახავს ჩვენს მდგომარეობას.

ვიღაც ღადავის ხასიათზეა, ვიღაც პოლიტიკური ქულების დასაწერად, ნიშნის მოგების…

იქ კი ხალხია, ჩვენი თანამემამულეები, გარეთ მათი ოჯახის წევრები, რომლებიც ყველაფერს კითხულობენ, ეძებენ ინფორმაციებს.

ჰოდა, მოითმინეთ ოპერაციის დასრულებამდე.

საზოგადოების აჟიოტაჟი ასეთ დროს ეხმარება ტერორისტს. ანაბანაა. ამიტომ აკეთებს “ლაივს”, თორემ დაარეკინებდა 112-ზე”, – წერს ამირან სალუქვაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ოთხი მუხლით დაიწყო.

კერძოდ, გამოძიება თავდასხმის, ტერაქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე მიმდინარეობს

 

magti 5g