“მამუკა ხაზარაძის ინიციატივა 20 ივნისის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე, ამნისტიის კანონთან რელევანტური არ არის – ან საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას ან ამნისტიაზე საუბარი გაგრძელდეს”,- ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილის განაცხადა.
მისი თქმით, ეს ურთიერთსაწინააღმდეგო აზრია. როგორც ელისაშვილმა თქვა, წინააღმდეგი არ არის, საგამოძიებო კომისია შეიქმნას, თუმცა, “რა თქმა უნდა, ან ამნისტიაზე უნდა ვილაპარაკოთ, ან საგამოძიებო კომისიის შექმნაზე და ორივე ერთად არ არის.”
“საერთოდ გამაოგნებელია ის დამოკიდებულება, რომ თუ საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება, მაშინ ამნისტია არ გვინდა. რატომ ვართ მონდომებულები, ძლივს რაღაცაზე შევთანხმდით და რატომ გვინდა ამის რევიზია. ამნისტია ხომ ნიშნავს პასუხისმგებლობისგან ადამიანების გათავისუფლებას, თან შეთანხმებული ვართ, რომ მძიმე დანაშაულებზე არ გავრცელდება. ვართ მომხრე საგამოძიებო კომისიის შექმნის, მაგრამ მაშინ ამნისტია ჰაერში გამოეკიდება”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე ინიციატივით გამოდის, რომ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, საპარლამენტო კომისია შეიქმნას.