LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ანას ბაღს არავინ ეხება, ეს სრული სიცრუეა” – თბილისის მერის მოადგილე

411
ილია 2

სანამ თბილისში “ანას ბაღის” მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები სკვერის გადარჩენას ცდილობენ, მანამდე დედაქალაქის მერი გერმანიაში ფეხბურთს თამაშობს. თბილისში კი კომენტარებს მისი მოადგილე ილია ელოშვილი აკეთებს. ის ამბობს, რომ სპეკულაცია იმაზე, რომ ვინმე „ანას ბაღს“ ეხება სრული სიცრუეა.

„არც წინა და არც ახალი პროექტით, მშენებელი საერთოდ არ ეხებოდა „ანას ბაღს“. საუბარია „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ხდებოდა მისი გამოყენება საპარკინგედ, ჩვენ მას შემდეგ, რაც ინვესტორთან ვაწარმოეთ მოლაპარაკებები, ინვესტორი დათანხმდა, რომ “ანას ბაღს”, რომელიც არის 300 კვადრატულ ტერიტორიაზე, გადმოსცეს ის 200 კვადრატული ტერიტორია და ასევე, გამგეობა დაუმატებს 300 კვადრატულს. გარდა ამისა,

სკვერის გადასარჩენად მომხდარი დაპირიპირებისას დაკავებულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა - რას ედავება მათ პოლიცია

ადგილობრივი მოსახლეობა იქ 10 სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს

ინვესტორი ასევე დათანხმდა , რომ კეთილმოაწყობს „ანას ბაღს“ თავიდან ბოლომდე და ხდება მისი არა დაზიანება, არამედ გადიდება და გალამაზება, ამიტომ სპეკულაციაა, რომ ვინმე „ანას ბაღს“ ეხება, არის სრული სიცრუე. ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი და წითელი ხაზები.

არანაირი საფუძველი ადგილმონაცვლეობას არ აქვს, იმიტომ რომ დაშორება კორპუსებს შორის არის 50 მეტრი, ასეთ კორპუსებში ვცხოვრობ მეც და ალბათ, ბევრი თქვენგანი. 60 ბინიდან მშენებლობაზეა საუბარი და არავინ ანას ბაღს არ ეხება,“- აცხადებს ილია ელოშვილი.

მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მშენებლობა გარკვეული პერიოდი შეჩერებული იყო.

 

შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე დღეა ანას ბაღში მოსახლეობა მშენებლობას აპროტესტებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g