LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანკარა ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას დაბლოკავს, თუ ისინი პირობებს არ შეასრულებენ: რეჯეფ თაიფ ერდოღანი

89
ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თუ შვედეთი და ფინეთი პირობებს არ შეასრულებენ, ანკარა მათ ნატოში გაწევრიანებას დაბლოკავს. როგორც ერდოღანმა მადრიდში ნატო-ს ალიანსის სამიტის დახურვისას განაცხადა, რომ აღნიშნულ ქვეყნებთან მიღწეული 10 მუხლისგან შემდგარი შეთანხმება ანკარას გამარჯვებაა.

„ეს საქმე არ გამოვა, თუ ჩვენ არ დავამტკიცებთ პარლამენტში. პირველ რიგში, შვედეთმა და ფინეთმა უნდა შეასრულონ თავიანთი მოვალეობები და ეს უკვე ტექსტშია, მაგრამ თუ ისინი არ შეასრულებენ ამას, მაშინ, რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში არ გადავაგზავნოთ მას ჩვენს პარლამენტში“,- აღნიშნა ერდოღანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები