LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ანსამბლი „მართვე“ მიდიოდა აშშ-ში, შეიტანეს ვიზაზე მოთხოვნა, თუმცა მთელი ანსამბლი დატოვეს საქართველოში​.. ასეთ რაღაცებს უნდა მიხედოს ამერიკის ელჩმა“ – ირაკლი კობახიძე

1013
ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან მიმართებით უნდა გადადგან ნაბიჯები, რომელიც სავიზო რეჟიმის გამარტივებას, პირდაპირ ფრენებს და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერას შეეხება.

ირაკლი კობახიძე ჰყვება, თუ როგორ არ ჩაურტყეს ვიზა ანსამბლ „მართვეს“ წევრებს, რომელთაც აშშ-ში გასტროლები უნდა ჰქონოდათ.

„ანსამბლი „მართვე“ მიდიოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ყველაფერი შეთანხმებული იყო თავიდან ბოლომდე. მათ შორის, ბილბორდები იყო ადგილზე გამოკრული, რომელ ოჯახებში უნდა ყოფილიყვნენ გადანაწილებული. ბავშვებზეა საუბარი, 12, 11 და 14 წლის ბავშვი ამერიკაში ხომ არ დარჩება მარტო. ყველაფერი დაორგანიზებული იყო ამერიკული მოწვევით. სტანდარტულად შეავსეს ერთბაშად განაცხადები და როცა ჯგუფია მარტივად ხდება ეს ყველაფერი 2 კვირაში, მაქსიმუმ ერთ თვეში უნდა ჩაურტყან ვიზები. ივლისში უნდა ყოფილიყო ეს გასტროლები და საბოლოო ჯამში უთხრეს, რომ ერთბაშად არ მოხდებოდა ვიზების გაცემა სათითაოდ უნდა შეეტანათ, აბსურდია და ვადები უთხრეს ნოემბრის ჩათვლით, როცა ივლისში იყო გასტროლები. 50 ბავშვი, მთელი „მართვე“ დატოვეს საქართველოში. არ ვიცი ახლა, ასეთ რაღაცებს უნდა მიხედოს ამერიკის ელჩმა და არა იმას, რომ სხვა ქვეყანა კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს. მე მგონი ჯობია, რომ თვითონ გადადგან ასეთი ნაბიჯები, რაც უკავშირდება იგივე სავიზო რეჟიმის გამარტივებას, პირდაპირ ფრენებს და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერას, თუმცა, გავიდა 30 წელი და ამაზე სამწუხაროდ საუბარიც არ არის“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g