LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აპრილის ბოლოს 1 200-მდე ინფიცირებული გვეყოლება, პიკი შეიძლება იყოს უფრო ივლისში – გამყრელიძე

55582
BeFunky-collage (7)

აპრილის ბოლოს კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1 000-დან 1 200-მდე გაიზრდება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა დღეს “ფეისბუქლაივის” დროს განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ თქვა, ელოდებიან, რომ ამ კვირის ბოლოს ინფიცირებულთა რიცხვი გაორმაგდება და 350-დან 400-მდე გაიზრდება. გაორმაგებას ელოდებიან მომდევნო კვირის ბოლოსაც. თუმცა, მანვე დასძინა, რომ ამ პერიოდში გაიზრდება გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც.

„თუმცა, არის კიდევ სხვა მოდელები, რომლებიც გვიწინასწარმეტყველებენ, რომ პიკი შეიძლება იყოს უფრო მოგვიანებით, ივლისში ან სექტემბერში, ან ასე და ასე შემდეგ, მაგრამ ამაზე გარკვეული პერიოდულობით იკრიბება ჯგუფი ექსპერტებისა, ვმსჯელობთ და ვისაც დააინტერესებს შეუძლია შემოგვიერთდეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, გაითვალისწინონ ყველა რეკომენდაცია.

2-3 კვირაში პიკი იქნება მდორე, საქართველო აქედან გამოვა მინიმალურო დანაკარგით: თენგიზ ცერცვაძე

ღმერთი მოწყალეა, გვახსოვდეს სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს – ილია მეორე

“დავრჩეთ სახლში და მივცეთ საშუალება ჩვენს მღვდელმთავრებს, რომ დისტანციურად, ტელევიზიის საშუალებით ვიყოთ ჩართული ლოცვაში და წირვაში. აი, ეს არის ჩემი რეკომენდაცია. იგივე, რომ ჩვენ დავიცვათ მათი ჯანმრთელობა, ჩვენი ჯანმრთელობა, ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობა.

ეს იქნება, კიდევ ერთხელ, ჩემი თხოვნა უმორჩილესი და რეკომენდაცია მოსახლეობისადმი. 

რაც ნაკლებად შევიკრიბებით და რაც ნაკლები ადამიანები შეიკრიბებიან, მით დიდია შანსი იმისა, რომ ჩვენ არ შევიდეთ ფართომასშტაბიან ეპიდემიაში და ამით თავიდან ავიცილოთ მოსახლეობის მეტი ავადობა და თავიდან ავიცილოთ, რაც მთავარია, გარდაცვალება.”- აცხადებს გამყრელიძე.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევაა და ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 196-ია. გარდაიცვალა 3 ინფიცირებული და გამოჯანმრთელდა — 46. კარანტინის რეჟიმში 4 674 პირი რჩება, ხოლო, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 362 პაციენტია.

 

https://www.facebook.com/ncdcgeorgia/videos/227133751853768/?q=amiran%20gamyrelidze&epa=SEARCH_BOX

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები