LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აქციის კადრებში ისეთი ასაკის ბავშვები აღმოვაჩინეთ, ვთქვით, რომ ახლა ბავშვებთან პრინციპზე დადგომა არ შეიძლება” – მდინარაძე

305
მამუკა მდინარაძე

აქციის კადრებში ისეთი ასაკის ბავშვები აღმოვაჩინეთ, ვთქვით, რომ ახლა ბავშვებთან პრინციპზე დადგომა არ შეიძლება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის გაწვევაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, არის რაღაც საკითხები, რასთან დაკავშირებითაც შეუვალები არიან.

„როდესაც საქმე ადამიანს, მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეხება, როდესაც ასეთი რისკები რეალურად დგება კითხვის ნიშნის ქვეშ და რისკის ქვეშ, მართალი ხარ თუ მტყუანი, ამას თავი უნდა დაანებო. წინა ხელისუფლებები ამას ვერ ახერხებდნენ. უნდა შეძლო ყველაფერი გვერდით გადადო, თქვა – შეიძლება მართალი ვარ (და მართალიც ვარ ბოლომდე), მაგრამ მე, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობიანი პარტია, გამოვდივარ მთავარი ინტერესიდან, ეს არის ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ამას მოვუფრთხილდით ჩვენ. გუშინ ისეთი ასაკის ბავშვები აღმოვაჩინეთ აქციის კადრებში, ვთქვით, რომ ახლა ბავშვებთან ასე პრინციპზე დადგომა არ შეიძლება“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის წინ შეკრებილი აქტივისტების მთავარი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მმართველმა პარტიამ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი ვენეციის კომისიიდან გამოიწვია.

საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ გავლენების აგენტების შესახებ კანონპროექტი გაიწვია

მამუკა მდინარაძე განმარტავს, რატომ გაიწვიეს კანონპროექტი – „მინდა გითხრათ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი…“

რას ნიშნავს კანონპროექტის გაწვევა?

სავარაუდოდ, „ოცნებამ“ იგრძნო, რომ სპეცრაზმებს მხუთავი გაზის კაფსულებთან ერთად, ქანციც ეცლებათ.. ტაქტიკური უკან დახევა ამჯობინა – რატი ამაღლობელი

 

magti 5g