LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ არსებობს ისეთი უკრაინელი, რომელიც ჩვენს მეგობარ საქართველოს წარმატებას არ უსურვებს” – ვოლოდიმირ ზელენსკი

140
1652080289-ზელენსკი

არ არსებობს ისეთი უკრაინელი, რომელიც ჩვენს მეგობარ საქართველოს წარმატებას არ უსურვებს, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, უკრაინელებს სურთ, რომ საქართველო იყოს ევროკავშირში და დარწმუნებულია, ასეც იქნება.

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც ამ დღეებში საქართველოში მოედნებსა და ქუჩებში უკრაინის დროშები ეჭირა. მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ ჩვენი ეროვნული ჰიმნი თბილისის ქუჩებში ისმოდა. ეს არის პატივისცემა უკრაინის მიმართ და მინდა გამოვხატო ჩემი გულწრფელი პატივისცემა საქართველოს მიმართ.

არ არსებობს ისეთი უკრაინელი, რომელიც ჩვენს მეგობარ საქართველოს წარმატებას არ უსურვებს – დემოკრატიულ წარმატებას, ევროპაში წარმატებას.

ჩვენ გვინდა ვიყოთ ევროკავშირში – და ვიქნებით. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო იყოს ევროკავშირში და დარწმუნებული ვარ – ასეც იქნება, ჩვენ გვინდა, რომ მოლდოვა იყოს ევროკავშირში და დარწმუნებული ვარ – ასეც იქნება. ევროპის ყველა თავისუფალი ხალხი ამას იმსახურებს.

დიდება ყველას, ვინც ახლა იბრძვის უკრაინისთვის, დიდება ყველას, ვინც იბრძვის თავისი ძმებისთვის!

დიდება უკრაინას!”, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველზე შეკრებილი დემონსტრანტები ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელიც საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით დაამტკიცეს.

მანამდე, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტთან შეკრებილ აქტივისტებს სამოქმედო გეგმა გააცნო.

მისივე თქმით, დღეს საკანონმდებლო ორგანოს ალყაში მოაქცევენ და აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა და უკანა შესასვლელებთან განლაგდებიან.

სპეცრაზმელებმა რუსთაველის მოედანი სრულად დაიკავეს – ჩაკეტილია ყველა გასასვლელი

გიორგი გიგაშვილი: „ხალხო, ბრძოლას აქვს აზრი. ყოველთვის ჰქონდა და ყოველთვის ექნება!..“

“არა რუსულ კანონს!!!” – ITB Berlin 2023-ის მონაწილეები თბილისში მიმდინარე პროტესტს უერთდებიან

იზა ომაძე: „ახალგაზრდების სისხლი და წართმეული მომავალი მოეკითხება ყველას..“

თაკო ჩარკვიანი: „ვიომეთ“ რასაც ჰქვია, გუშინ ერთი მთლიანი ვიყავით ყველა, ჩვენი სასწაული უმაგრესი ახალგაზრდობა

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 66 ადამიანი დააკავეს

„ამ ქვეყნის მომავალი დგას საფრთხის წინაზე…“ – კახა კინწურაშვილი

„ბოლომდე ვფიქრობდი, რომ ჩვენმა განვლილმა გზამ რაღაც გვასწავლა.. დავბრუნდი სამშობლოში და ვეძებ საკუთარ ქვეყანას!“ – ნანა მახარაძე

„საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი ევროპისკენ სწრაფვაა!“ – ზაზა ფაჩულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები