LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ ჩააბეტონო კლანი: იურისტები უვადო მოსამართლეების სიის გაუქმებას მოითხოვენ

153
71496484-506964826754487-5882626562834038784-n

დამოუკიდებელი იურისტებისა და მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა პარლამენტის შენობის წინ აქცია გამართა სახელწოდებით – “არ ჩააბეტონო კლანი”.

აქციის მონაწილეები უვადოდ დასამტკიცებელი მოსამართლეების 20-კაციანი სიის შეცვლას მოითხოვენ, რადგან მიაჩნიათ, რომ სია სუბიექტური კრიტერიუმებით შეირჩა. მათი განცხადებით პარლამენტმა მხარი არ უნდა დაუჭიროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს.

“კანდიდატი, რომელიც ამ სიაშია, მიხეილ ჩინჩალაძის კადრია, ან მისი თანხმობით სიაში შეყვანილი კადრი. ეს იმას ნიშნავს, რომ მიხეილ ჩინჩალაძე ამ სიის დამტკიცების შედეგად, მოიპოვებს კონტროლს საკასაციო სასამართლოზე. კლანს ნებისმიერ საქმეზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა ექნება”, – განაცხადა იურისტმა კახა წიქარიშვილმა.

“დროა საზოგადოებამ ისწავლოს განსხვავება უკუღმა და წაღმა აშენებულ სასამართლოებს შორის. ვადაგასული კონსერვი ორჯერ რომ მოგწამლავს, მესამედ უკვე გამოშვების თარიღს აკვირდებიან. თუმცა ჩვენ 7 წლის წინანდელი აღარ გვახსოვს, მესამედაც იგივე კონსერვებს ვიმარაგებთ, ამჟამად 30 წლით” – წერს კახა ცისკარიშვილი საკუთარ “ფეისბუქზე”.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დღეს სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყო. 23 სექტემბერს, პირველ სხდომაზე თამარ ალანიას უსმენენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები