LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ ჩამოვსულვარ აქ რომ ვინმეს სამაგიერო გადავუხადო… მე მინდა მონაწილეობა მივიღო ახალი უკრაინის მშენებლობაში – სააკაშვილი

156
sdf

მე უკრაინაში შურისძიებისთვის ან რაიმეს დანგრევისთვის არ ჩამოვსულვარ, მე ჩამოვედი იმისთვის, რაც ყველაზე კარგად ვიცი – შენებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა კიევის ბორისპოლის აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, იქ ახალი უკრაინის ასაშენებლად ჩავიდა და იმის გასაკეთებლად ჩავიდა, რაც ოდესაში არ დასცალდა.

სააკაშვილის თქმით, მას ემოციები ავსებს, რადგან უკრაინის მიწაზეა, სადაც შეგნებული ცხოვრების 12 წელი გაატარა. ოდესის ყოფილი გუბერნატორმა მადლობა გადაუხადა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებისთვის და მას ძლიერი და დამოუკიდებელი პოლიტიკოსი უწოდა.

სააკაშვილის განცხადებით, ის ყველაფერს გააკეთებს, რათა უკრაინის პოლიტიკაში ახალი პოლიტიკოსები მოვიდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g