LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ გამოვრიცხავთ ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტს: მამუკა ხაზარაძე

66
მამუკა ხაზარაძე

„ლელო“  ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტს არ გამორიცხავს. პარტიის ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „ლელო“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ  ქვეყანაში რადიკალიზაციას გასაქანი არ მისცეს. აღნიშნული განცხადებით ხაზარაძე „ქართული ოცნების“ მიერ ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის 19 აპრილის დოკუმენტის ანულირებას გამოეხმაურა.

„ჩვენ დარწმუნებული ვართ რომ „ოცნებამ“ კარგად იცის  მისი რეიტინგი და იმიტომ გამოდიან ამ ხელშეკრულებიდან, იციან 43%-ს ვერ დააგროვებენ ამ არჩევნებში. მოვუწოდებ, ყველა პარტნიორს, ოპოზიციურ ძალებს, დავიწყოთ სასწრაფოდ კონსულტაციები, ჩვენ უკვე ხაზზე ვართ საერთაშორისო პარტნიორებთან.

ამ ყოვლად უპასუხისმგებლო, დესტრუქციულ განცხადებას, რომელიც „ოცნებამ“გააკეთა, არ მივცემთ საშუალებას, რომ ცხოვრებაში გატარდეს. ჩვენ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას რა ნაბიჯები გადავდგამთ. თუ საჭირო იქნება არ გამოვრიცხავთ ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტს,“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

magti 5g