LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ გინდა აცრა, კი, ბატონო, მაშინ შეეგუე, ერთგვარ დისკომფორტს” – თენგიზ ცერცვაძე ე.წ. მწვანე კოვიდ-პასპორტზე

111
tsertsvadze

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე მომხრეა, რომ საქართველომ ე.წ. მწვანე კოვიდ-პასპორტი შემოიღოს და ვაქცინირებულ ადამიანებს გარკვეული პრივილეგიები მიეცეთ.

ამასთან, როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, მნიშვნელოვანია მოქმედ რეგულაციებზე კონტროლის გამკაცრება და არა შეზღუდვების დაწესება.

„შეზღუდვების გამკაცრებას არ ველოდები და პირადად მე, არ ვემხრობი. ერთგვარად ეს წარსულია, რადგან მან გამოიწვია ეკონომიკის რეცესია და ადამიანების ცხოვრების დონის გაუარესება, შესაბამისად, მათი გაღიზიანება. უფრო ხშირად ისმოდა ასეთი ფრაზა, „რა მნიშვნელობა აქვს კოვიდისგან დავიღუპები თუ შიმშილით“. თუმცა, ველოდები რეგულაციების აღსრულებაზე კონტროლის გამკაცრებას. ამაში მე პირადად ვსაყვედურობ ქვეყნის ხელმძღვანელობას, რომ ისინი არასაკმარისად მკაცრად აკონტროლებენ რეგულაციების აღსრულებას.

ვემხრობი ე.წ. მწვანე კოვიდ-პასპორტების შემოღებას, ანუ ერთგვარი, ირიბი ვალდებულება, ირიბი იძულება. არავინ აიძულებს აიცრას, ეს ადამიანის თავისუფლებაა, მაგრამ შეიძლება არაპირდაპირი მექანიზმები ამოქმედდეს, როგორიც მუშაობს აშშ-სა და მთელ ევროპაში. ის, ვინც წარმოადგენს ე.წ. მწვანე კოვიდ-პასპორტს, რომ ის ორჯერ ვაქცინირებულია, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი აქვს კოვიდი, ან წარმოადგენს უარყოფით “პისიარ” ტესტს, მას მიეცეს პრივილეგიები გარკვეულ სივრცეებში აქტივობისთვის. თუ არ გინდა აცრა, შეეგუე ერთგვარ დისკომფორტს, არავინ გსჯის შენ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g