LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ გლოვობს მთავრობა, იგლოვებს ხალხი!…” – “სირცხვილიამ” კანცელარიასთან საქართველოს დროშა დაუშვა

221
BeFunky-collage - 2022-12-06T002200.787

“არ გლოვობს მთავრობა, იგლოვებს ხალხი!, –  ამ ლოზუნგით სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიას” წევრებმა კანცელარიასთან საქართველოს დროშა დაუშვეს.

 

 

არ გლოვობს მთავრობა, იგლოვებს ხალხი!

#დიდებაგმირებს

Posted by სირცხვილია • Shame Movement on ორშაბათი, 05 დეკემბერი, 2022

 

 

შეგახსენებთ, რომ 5 ქართველი მებრძოლი უკრაინაში 3 დეკემბერს დაიღუპა. რუსულ აგრესიას ბადრი მარკელია, როლანდ კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ავთო რურუა ემსხვერპლნენ.

ცნობილია, რომ შეტაკება ქალაქ ბახმუტთან მოხდა, რომელიც ომში ახლა ყველაზე ცხელი წერტილია და ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. პუტინის ომს უკრაინაში, 24 თებერვლის შემდეგ, უკვე 33 ქართველი მებრძოლი შეეწირა.

ამავე თემაზე: 

„არავინ არ მომწეროთ ომში ჩამოსვლა გვინდაო…“ – რას წერს ვანო ნადირაძე

“ვიცნობდეთ გმირებს…2022 წელს რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში გმირულად დაიღუპა 33 ქართველი მებრძოლი” – “სირცხვილია”

“ბრძანება მიიღეს არ წახვიდეთ წინო!… 5 გმირ ქართველს კი სისხლი აუდუღდა!…10 საათი იბრძოდნენ, გაანადგურეს ათობით ორკი და წარმოუდგენელი გმირობა აჩვენეს ბიჭებმა!” – ნიკო მიქაია უკრაინაში დაღუპულ ქართველებზე

“გლოვის დღე უნდა გამოცხადდეს…არც ახალი წლის პომპეზურობა გვჭირდება: ჩვენგან ახლოს ჩვენი მტერი ბავშვებს ხოცავს და ვისაც ვერ კლავს – აშიმშილებს: ანდრო გოცირიძე უკრაინაში დაღუპულ ქართველებზე

“დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში, ქართველი მებრძოლების ნაწილი ალყაში იმყოფება” – უკრაინაში მებრძოლი ქართველი რომეო ფარულავა