LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ გრძნობთ უხერხულობას, როდესაც თქვენი პროფესორ-მასწავლებლები სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ: ფრიდონ ინჯია განათლების მინისტრს მიმართავს

246
BeFunky-collage (5)

ევროპელი სოციალისტების“ წევრმა ფრიდონ ინჯიამ განათლების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს ჰკითხა გრძნობს თუ არა უხერხულობას იმ პროფესორ-მასწავლებლების გამო, რომლებიც ხელმომწერები არიან მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით აშშ-ს პრეზიდენტის სახელზე დაწერილი წერილისა.

ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიხეილ ჩხენკელს, მინისტრის საათში ფორმატის დროს მოსმენისას ჰკითხა.

მისი განცხადებით, ამ დღეებში გამოქვეყნდა წერილი, რომელსაც რომელსაც ხელს აწერს საზოგადოების გარკვეული ნაწილი და მიმართულია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტზე ჯო ბაიდენზე.

“ეს არის საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომელიც ითხოვს პატიმარ სააკაშვილის გადარჩენას და განთავისუფლებას. ეს ხალხი არ თვლის, რომ ის იყო მკვლელი, მაწამებელი თუ რაც არის, ქურდი, საქართველოს მიწის გამსხვისებელი, ყაჩაღი, მოძალადე, რეკეტიორი, მრავალი სხვა…” – აცხადებს ინჯია
მისი განცხადებით, ამ სიაში მყოფ ხალხს შორის არიან პროფესორ-მასწავლებლები.

“თქვენ არ გრძნობთ უხერხულობას, როდესაც თქვენი პროფესორ-მასწავლებლები, რომლებსაც თქვენ ხელფასს უხდით, რომლებმაც უნდა ასწავლონ ჩვენს სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებს, ქვეყნის სიყვარული, პატიოსნება, ის იდეოლოგია რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას გადარჩენისთვის, ისინი აწერენ ხელს ასეთ პეტიციას“,- მიმართა ინჯიამ ჩხენკელს

მანამდე, 30 ნოემბერს “ევროპელი სოციალისტების” ლიდერმა, ფრიდონ ინჯიამ პლენარულ სხდომაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიმართ ღია წერილთან დაკავშირებით თქვა, რომ დროა ხელისუფლებამ ამ მხრივ შესაბამისი კანონი მიიღოს, სადაც ის „რაღაც ჩარჩოებში ჩასვამს არასამთავრობო ორგანიზაციებს.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g