LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ იფიქროთ ახლა, რომ თმის გადანერგვას უპირებენ” – თავქარიანი მაიმუნების მეურვე კლინიკა “დეამედი” გახდა

342
BeFunky-collage - 2020-10-29T155626.134

რამდენიმე კვირის წინ თბილისის ზოოპარკში დაბადებული 2 მაიმუნის მეურვე კლინიკა DeaMed-ი გახდა. ინფორმაციაა ამის შესახებ ზოოპარკის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“სახალისო ამბავი უნდა გაგიზიაროთ.ჩვენი პოსლიკა თავქარიანები, მთელმა ქვეყანამ რომ გაიცნო, ნამეტნავად პოპულარულები გახდნენ. იმდენად, რომ ერთ მშვენიერ დღეს თმის გადანერგვის კლინიკა
DeaMed • დეამედი გვესტუმრა.

კლინიკის ხელმძღვანელის ვაჟს, საბას, მაიმუნის ფოტო და პოსტი უნახავს და დედისთვის უთქვამს, შენ ხომ მელოტებს ეხმარები, ზოოპარკში მელოტი მაიმუნი დაბადებულა და იქნებ რამე უშველოო.

აჰააააჰ, არ იფიქროთ ახლა, რომ თმის გადანერგვას უპირებენ. არა, უბრალოდ „დეამედი“ თავქარიანების მეურვე გახდა და პატრონაჟის ქვეშ აიყვანა ჩვენი უთმო პატარები ძალიან დიდი მადლობა კლინიკის ხელმძღვანელს, პლასტიკურ ქირურგს, მედიცინის დოქტორს, დეა პაპასკირს და განსაკუთრებული მადლობა მის ვაჟს, საბა მახარაშვილს ამ მხიარული და მისაბაძი ინიციატივისთვის” – წერს ზოოპარკის ადმინისტრაცია.

“ცოტა ხანში ისე დამშვენდება, გიშრის დაკიდება მოგვიწევს” – თბილისის ზოოპარკს ახალი წევრი ჰყავს

„გუშინ რომ თავქარიანი ჰამადრილი გაგაცანით, ის გეგონათ, ხომ? ააარა, ბატონო. ეს მეორეა!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები