LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ცოტა ხანში ისე დამშვენდება, გიშრის დაკიდება მოგვიწევს” – თბილისის ზოოპარკს ახალი წევრი ჰყავს

234
BeFunky-collage - 2020-10-07T155207.715

თბილისის ზოოპარკს ახალი წევრი ჰყავს. მაიმუნი ჰამადრილების ოჯახის წარმომადგენელია. ახალშობილი ცხოველის ფოტოს ზოოპარკის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე განმარტებით, პატარა არსება მალე დამშვენდება.

“დღეს ჩვენი ახალშობილი უნდა გაგაცნოთ. ეს თავქარიანი არსება ჰამადრილების ოჯახის ახალი წევრია. თავქარიანი იმიტომ კი არაა, რომ ზედმეტად ცერცეტია, უბრალოდ გამელოტებული კაცის ვარცხნილობა აქვს და ქარი ხან მარჯვნიდან უქიქინებს თავზე, ხან – მარცხნიდან.

ჰო, ქვაზე დახატულ ეშმაკს კი ჰგავს, ცოტა არ იყოს, მაგრამ ეგ არაფერი. ცოტა ხანში ისე დამშვენდება, გიშრის დაკიდება მოგვიწევს, თვალი რომ არ ეცეს” – წერს თბილისის ზოოპარკი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები