LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ შეიძლება სხვა მომავალი იყოს რუსეთი, საქართველო ამას არ დაუშვებს – ყველაფერი ჩვენ ხელშია, ამას ვერავინ დაგვაკარგვინებს და ვინც ეცდება, თვითონ დაიკარგება” – პრეზიდენტი

143
Salome-zurabiSvili

„მთავარია ყველას გვინდა ევროპული მომავალი – მომავალი არ შეიძლება იყოს რუსეთი”,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი განცხადებით, საქართველო „ევროპის კართანაა მისული“ და ამ პროცესში ყველამ უნდა გააკეთოს ის, რაც შეუძლია.

„მთავარია, რომ ჩვენ ყველას, ქვეყანას და საზოგადოებას უნდა ევროპული მომავალი. სხვა მომავალი ჩვენ არ გვაქვს და სხვა მომავალი არ შეიძლება, რომ იყოს რუსეთი. საქართველო ამას არ დაუშვებს – მე არ დავუშვებ, თქვენ არ დაუშვებთ და არავინ დაუშვებს. ჩვენ არავინ არ შეგვაშინოს. არავინ არ დაგვაჯეროს, რომ რაღაც შეუძლებელია. ყველაფერი ჩვენ ხელშია და ამას ვერავინ დაგვაკარგინებს. ვინც ამას ეცდება, ის თვითონ დაიკარგება.

მე ვიქნები თქვენთან, ყველგან, სადაც შემიძლია. ვაგრძელებ ჩემს ვიზიტებს და მალე წავალ ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთში, ბელგიაში. ყველამ უნდა გააკეთოს ის, რაც შეუძლია. ყველაზე დიდი როლი შეიძლება მედიას აქვს, რომ არ მისცეს საშუალება არავის, რომ სხვადასხვა საკითხებით იყოს გადაფარული ის, რაც არის მთავარი. მთავარია, რომ ყველას, ქვეყანას, საზოგადოებას, უნდა ევროპული მომავალი. სხვა მომავალი არა გვაქვს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ არ შეიძლება, რომ სხვა მომავალი იყოს რუსეთი. საქართველო ამას არ დაუშვებს, მე არ დავუშვებ, თქვენ არ დაუშვებთ, არავინ არ დაუშვებს. ჩვენ არავინ არ შეგვაშინოს, არავინ არ დაგვაჯეროს, რომ რაღაც შეუძლებელია, ყველაფერი ჩვენ ხელშია და ამას ვერავინ ვერ დაგვაკარგვინებს და ვინც ამას ეცდება, ის თვითონ დაიკარგება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

თალაკვაძე – ევროკავშირმა დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით ცალკე კანონის მიღებაზე თავისი მოთხოვნა მოხსნა, მათი მოთხოვნით კანონს აღარ მივიღებთ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები