LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბევრი ქალი დაუცველია დისკრიმინაციისაგან” – ევროკავშირი საინფორმაციო კამპანიას იწყებს

107
BeFunky-collage (1)

ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნად, ევროკავშირი იწყებს კამპანიას „ძლიერი ქალები-ძლიერი საქართველო“, რომელიც მთელი მარტის განმავლობაში გაგრძელდება.

კამპანიის მიზანია ხაზი გაუსვას იმ უმნიშვნელოვანეს როლს, რომელსაც ქალები ასრულებენ საქართველოში და, ასევე, წარმოაჩინოს ის გამოწვევები, რომლის წინაშე ისინი კვლავაც დგანან, იქნება ეს ქალთა მიმართ დისკრიმინაცია, გენდერული ნიშნით ძალადობა თუ COVID-19-ის მიერ გამოწვეული უარყოფითი შედეგები.

კამპანიის დაწყება ევროკვაშირის ელჩა დღეს გავრცელებულ ვიდომიმართვაში დააანონსა. როგორც კარლ ჰარცელმა აღნიშნა, “საერთო ჯამში, საქართველო წინ მიიწევს გენდერული თანასწორობისკენ, მაგრამ ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი”.

"მათი წვლილი ძალზედ მნიშვნელოვანია და, მაინც, ქალების ნახევარზე ნაკლებია დასაქმებულია სახლს გარეთ" - კარლ ჰარცელი ქალებს 8 მარტს ულოცავს

კარლ ჰარცელი აღნიშნავს, რომ  საერთო ჯამში, საქართველო წინ მიიწევს გენდერული თანასწორობისკენ, თუმცა ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი.

“არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბევრი ქალი დაუცველია დისკრიმინაციისაგან, ან უარესი, გენდერული ნიშნით ძალადობისგან, რაც ყოვლად დაუშვებელია. ჩემი გზავნილი მარტივია – ქვეყანა მხოლოდ მაშინ იქნება ძლიერი, როდესაც ყველას მიეცემა თანაბარი შესაძლებლობა, მაქსიმალურად გამოიყენოს საკუთარი პოტენციალი.

დროა, ვიმუშაოთ იმ ბარიერების აღმოსაფხვრელად, რომელიც ხელს უშლის გოგონებსა და ქალებს სრულყოფილი წვლილი შეიტანონ საქართველოს მაქსიმალურად გაძლიერებაში.

სწორედ ეს არის ის გზავნილი, რომელსაც ჩვენი სოციალური მედიის არხების საშუალებით გავაჟღერებთ მარტის თვეში დაგეგმილი კამპანიის ფარგლებში დევიზით „ძლიერი ქალები – ძლიერი საქართველო“. ვიმედოვნებთ, რომ თქვენც ისურვებთ ამ დისკუსიაში მონაწილეობას და შემოგვიერთდებით”. – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

 

 

mazda magti 5g