LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ ვიცი, რა მოხდა, გავარკვევ და გეტყვით”, – 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის დედა

1907
qali

3 წლის ბიჭის დაჭრაში ბრალდებულის დედა ამტკიცებს, რომ მის შვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვს.

51 წლის თ.ს.-ს დედამ პირველ არხს განუცხადა, რომ არ იცის რა მოხდა და გაარკვევს. 

ქალი, რომელმაც პეკინზე 3 წლის ბავშვი დაჭრა, დაკავებულია

ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„არ ვიცი, რა მოხდა. გავარკვევ და მერე გეტყვით“, – განაცხადა ბრალდებულის დედამ. 

ის ამბობს, რომ მისი შვილი იმ ოჯახს არ იცნობდა, რომელსაც გუშინ პეკინის გამზირზე თავს დაესხა.

„არ იცნობდა არც იმ ბავშვს და არც ოჯახს. ჯანმრთელობის არანაირი პრობლემაც არ ჰქონია. დამირეკეს თბილისიდან, გუშინ ღამით სახლში იყო, 11:00 საათზეც და 12:00-ზეც“. 

შეგახსენებთ, რომ პეკინის გამზირზე მცირეწლოვანს ბასრი საგნით დაზიანებები სახის არეში გუშინ მიაყენეს. თავდამსხმელი ქალი იყო და შემთხვევის შემდეგ ადგილიდან მიიმალა, თუმცა, მოგვიანებით ის პოლიციამ დააკავა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები