LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არაა გასაკვირი, რომ სახელმწიფო დუმს, მხოლოდ ივანიშვილის შვილებს იცავენ: უგულავა ნინოწმინდის პანსიონზე

65
BeFunky-collage (2)

გიგი უგულავა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ “საერთოდ არ არის გასაკვირი სახელმწიფოს დუმილი”.

“ნინოწმინდის ბავშვთა სახლის ამბავი თავიდან ბოლომდე საპატრიარქოს პასუხისმგებლობაა. ის რომ სპირიდონს პანსიონში პედოფილიაში ბრალდებული მეუფე სერაფიმე მიყავს, თავხედობაა და ესეც საპარტიარქოს პასუხისმგებლობაა. ის რომ ოთხი წელია პროკურატურა ოთხ საქმეს იძიებს მათ შორის ერთი გაუპატიურების საქმეა, საკმარისი საფუძველია ერთხელ გაგდებული შოთაძის პროკურატურიდან საბოლოოდ გამოსაპანღურებელად. საერთოდ არაა გასაკვირი რომ სახელწიფო დუმს.

ისინი მხოლოდ ივანიშვილის შვილებს იცავენ კრიტიკოსებისგან. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად პატრიარქო, პროკურორო, პრემიერ მინისტრო, როცა ბავშვებს ეხება გთხოვთ, გეაჯებით, მოვითხოვ გააღეთ პანსიონოს კარი”- წერს გიგი უგულავა.

ცნობისთვის, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც თქვა, რომ 2016-2021 წლებში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის, 3 სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, ხოლო ერთი – სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე.

ამავე თემაზე:

მჯერა, საპატრიარქოს არაფერი აქვს დასამალი, მით უმეტეს, როცა საკითხი ეხება ბავშვებს: თალაკვაძე ნინოწმინდის პანსიონზე

შემიძლია ვთქვა, რომ აქ აწამებენ ბავშვებს, რადგან არ ვიცით, რა ხდება და ვიცით, რომ ოთხი საქმეა აღძრული: სამნიძე ნინოწმინდის პანსიონატზე

ხოშტარია: “ყოველდღე უნდა იყოს აქცია ნინოწმინდაზე, დღეს 6-ზე შევიკრიბოთ პროკურატურასთან”

დარმწუნებული ვარ, ნინოწმინდის პანსიონში ბავშვებს შველა სჭირდებათ: დეკანოზი თამაზ ლომიძე

ნინოწმინდის პანსიონატთან დაკავშირებით, გამოძიება ძალადობის სამ, ხოლო სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე მიმდინარეობს

ნინოწმინდის პანსიონატში შექმნილი ვითარება უნდა შეიცვალოს და ​ამისთვის მზად ვართ: სარჯველაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები