„არ და ვერ ვიქნები იქ, სადაც იქნება არაფორმალური მმართველობა, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მავნე გავლენა,“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია საკუთარ „ფეისბუკ“ გვერდზე წერს.
„ჟურნალისტები მეკითხებიან პარტიაში ბორდის შექმნასა და მოლაპარაკებების არსებობა – არ არსებობაზე, რაზეც მინდა საჯაროდ ვთქვა ჩემი პასუხი:
არ და ვერ ვიქნები იქ, სადაც იქნება არაფორმალური მმართველობა, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მავნე გავლენა.
სადაც არსებობენ ეს ადამიანები, არსებობს საზოგადოებაში მათი უმძიმესი რეპუტაციული პრობლემები, სადაც არსებობს მათი გავლენა პროცესზე – მათი დრომოჭმული და საზოგადოებისგან აბსოლუტურად დაშორებული ხედვები, ვერასოდეს მოვა გამარჯვება.
ვერ შეიქმნება დამოუკიდებელი, ხალხის ინტერესზე მორგებული ვერანაირი ბორდი, თუ არსებულ ვითარებაში, მენეჯმენტი სრული შემადგენლობით, სიმაღლის მიხედვით მწკრივში ეწყობა და ჯანსაღ რჩევებზე პარტიის დირექტორ კეზერაშვილს აკითხავს.
ერთიანობა ძალაა, თუ სწორ და უღალატო ხალხთან გაქვს ერთობა და მსგავსი ერთობის მომხრე ყოველთვის ვიყავი, ვარ და ვიქნები.
ერთობა თუ ფულის გამომუშავებისთვის, სიისა და საპარლამენტო მანდატისთვის დგება, იქ არაფერი მესაქმება.
არაფერი მესაქმება, არსად სადაც ხალხის ინტერესი და მისი განხორციელება არაა მთავარი. ვიქნები იმ ხალხთან ერთად, ვისთან ერთადაც ბრძოლა და გამარჯვება არის შესაძლებელი.
სწორ ადამიანებთან, სწორი მიზნის გარშემო ერთობის და გამარჯვებისათვის ბრძოლის ყველა შანსს გამოვიყენებ. ერთადერთი პირობა კი, რომელიც მე მაქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“, არის არაფორმალური მმართველობის დასრულება პარტიაში, იმისთვის, რომ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა დავასრულოთ.
სხვა ყველა შემთხვევაში, რა სახელიც არ უნდა ერქვას პლატფორმას, რომელიც გახლეჩაზე, ხალხის განსხვავებული აზრის გამო დევნაზეა ორიენტირებული, ვერასოდეს დაამარცხებს ივანიშვილს, თეორიულადაც კი.
ჟურნალისტები მეკითხებიან პარტიაში ბორდის შექმნასა და მოლაპარაკებების არსებობა არარსებობაზე, რაზეც მინდა საჯაროდ ვთქვა…
Posted by Nika Melia / ნიკა მელია on კვირა, 22 ოქტომბერი, 2023
ივანიშვილს დაამარცხებს მართალი, პრინციპული, შედეგზე და არა სკამზე, ფულსა და თანამდებობაზე, ორიენტირებული ხალხი,“ – წერს ნიკა მელია.