LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არავინ შეგვხმიანებია, სხვა გზა არ არის“- დღეიდან შუქრუთელები მშრალ შიმშილობაზე გადავიდნენ

74
შუქრუთელები

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის ცხრა მკვიდრი, რომლებიც მეექვსე დღეა, თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან აქციას მართავს, დღეიდან მშრალ შიმშილობაზე გადავიდა.

„არავინ შეგვხმიანებია, სხვა გზა არ არის“, – ამბობს აქციის მონაწილე გიორგი ნეფარიძე.

შუქრუთელების აქციის მონაწილეს რძლის ინტიმური კადრების გავრცელებით დაემუქრნენ

ვერა კუპატაძის განცხადებით, მან მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა, გადასცა ნომერიც, საიდანაც დაურეკეს და დაემუქრნენ, თუმცა მისივე თქმით, პოლიციას არანაირი რეაგირება არ ჰქონია.

შეგახსენებთ, რომ შუქრუთელების საპროტესტო აქცია სამ თვეზე მეტია გრძელდება, 11 მაისის შემდეგ, იგივე მოთხოვნებით უკვე 8 ადამიანი შიმშილობს. ამჟამად აქციები თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან მიმდინარეობს.

სოფელ შუქრუთის მცხოვრებთა ნაწილმა, რომელიც კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ მადნის მოპოვების შედეგად მიყენებულ ზარალს აპროტესტებს და ადეკვატურ კომპენსაციას ითხოვს.

შუქრუთში მიმდინარე შიმშილობის აქციას ქალებიც შეუერთდნენ და პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერეს

კომპანიის განცხადებით კი, ინფორმაცია, რომ სამუშაოების მწარმოებელი კომპანია  სოფელ შუქრუთის მოსახლეობას აზიანებს და ზარალს არ უნაზღაურებს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება, რადგან მათი თქმით, „შუქრუთი +„-ს 2020 წლის ივნისიდან დაახლოებით 2 მილიონი ლარის კომპენსაცია აქვს გაცემული.

ვცდილობთ შეხვედრის ორგანიზებას სახალხო დამცველის ოფისთან და იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც შუქრუთის მცხოვრებლების დახმარებას შეძლებენ: კელი დეგნანი

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g