LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არავითარ შემთხვევაში დარბევა არ იქნება… დღეს შს მინისტრი არ არის გახარია” – ირაკლი კობახიძე

154
BeFunky-collage - 2023-03-07T235637.404

„ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღევანდელ აქციაზე დარბევა არ იქნება.

მისივე თქმით, დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი არ არის გახარია, არის ვახტანგ გომელაური, რომელიც ყოველთვის იდგა მოწოდების სიმაღლეზე.

„მთავარია, რა თქმა უნდა, სამართალდამცავი ორგანოები იმოქმედებენ პროპორციულობის პრინციპის
დაცვით და არავითარ შემთხვევაში დარბევა არ იქნება, სადაც იქნება საჭირო პროპორციული ძალის გამოყენება იქ იქნება ბუნებრივია პროპორციული ძალა გამოყენებული.

მათ შორის იმისთვის, რომ საფრთხე არ შეექმნათ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, თუმცა ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ დარწმუნებული ვართ, რომ სამართალდამცავი ორგანოები იმოქმედებენ სათანადოდ პროპორციულობის პრინციპის დაცვით.

დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი არ არის გახარია, არის ვახტანგ გომელაური, რომელიც ყოველთვის იდგა მოწოდების სიმაღლეზე და დღესაც აუცილებლად იქნება მოწოდების სიმაღლეზე, ამაში პირველ რიგში იგულისხმება ის, რომ აუცილებლად იქნება თანაზომიერების პრინციპი”, – აცხადებს კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

კანონპროექტის სასარგებლოდ ხმა 76 დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგ კი 13 წავიდა.

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული – არიან დაშავებულები

პოლიცია აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებს

ვინ არ დაუჭირა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მხარი – სია

აქციაზე წყლის ჭავლის მანქანა გამოჩნდა

პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა

პარლამენტთან ცრემლსადენი გაზი გაუშვეს