LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არც ერთი უცხოელის სახელზე დღეს სასოფლო-სამეურნეო მიწა არ დარეგისტრირებულა – წულუკიანი

34a484259407eaebc0e23d9b1fa61d26_XL

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ცნობით, დღეს არცერთი უცხოელის სახელზე სასოფლო სამეურნეო მიწა არ დარეგისტრირებულა:

“ვნებათაღლვა არის უადგილო, არ არის საჭირო ღია კარის მტვრევა და მითუმეტეს, ხელის შეშლა რიგითი მოქალაქეებისთვის” – აღნიშნა მინისტრმა.

წულუკიანი იმედს გამოთქვამს, რომ  ხვალიდან მოქალაქეებს ხელი აღარ შეეძლებათ სასწრაფო სერვისის მიღებაში:

“დღეს ჩვენ ვიხილეთ საპროტესტო აქციები იუსტიციის სახლთან და მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და მივმართო, მოვუწოდო სიმშვიდისკენ, რადგან ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც საკუთარ აზრს გამოვხატავთ, ალბათ, ის რომ თბილისის იუსტიციის სახლში დღიურად მოდის 10 ათასამდე ადამიანი, ზოგს აქვს პასპორტი ასაღები და რამდენიმე საათში ფრენა აქვს, ზოგს ეჩქარება სამშობიაროში მიბრუნდეს საკუთარ მეუღლესთან და დაბადების მოწმობა წაიღოს და ბევრი სხვა ტრანზაქცია ტარდება დღის განმავლობაში. ასეთ ადამიანებს დღეს, სამწუხაროდ ხელი შეუშალა საპროტესო აქციამ.

მე დიდი იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ხვალიდან ეს მომსახურება განახლდება და ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ იქნება თბილისის იუსტიციის სახლის შესასვლელი საპროტესტო აქციის გამო ბლოკირებული.

დღეს, არცერთი უცხოელის სახელზე სასოფლო-სამეურნეო მიწა არ დარეგისტრირებულა, შესაბასად ნებათაღელვა არის უადგილო და არ არის საჭირო ღია კარის მტვრევა. ამიტომ, ყველას მინდა მოვუწოდო სიმშვიდისკენ დ სხვა მოქალაქეების პატივისცემისკენ, რისი დიდი იმედი მაქვს, რომ ხვალიდან ეს შესაძლებელი იქნება- განაცხადა თეა წულუკიანმა

იუსტიციის სახლთან უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისების მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები