დღეს გოგონების გულს იპყრობენ არა ჰოლივუდელი მსახიობები, არამედ უკრაინელი პოლიტიკოსები და მებრძოლები.
ალექსეი არესტოვიჩსა და ვიტალი კიმს, რომლებმაც სულ რამდენიმე დღეში მოახერხეს მილიონობით უკრაინელი გოგონას გულის დაპყრობა, კონკურენტი გამოუჩნდა.
უნდა აღინიშნოს ქართველებისთვის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. არესტოვიჩი საქართველოში, დედოფლისწყაროშია დაბადებული.
ახალი “ქრაში” კი გახდა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესსპიკერი არტემ დეხტიარენკო. მას მედიაში უკრაინელ სექს-სიმბოლოდ მოიხსენიებენ.
ახალგაზრდა ჟურნალისტი თავის თავზე ცოტას საუბრობს და და პირად ამბებს სოციალურ ქსელში მეგობრებს თითქმის არ უზიარებს.
საიტმა “Сегодня” გადაწყვიტა, მკითხველისთვის სექსუალურ სპიკერზე მოეყოლა.
არტემ დეხტიარენკო 1990 წლის 2 ნოემბერს დაიბადა, ქალაქ ჩერნივციში.
უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ ჟურნალისტად დაიწყო მუშაობა. დეხტიარენკო რამდენიმე გამომცემლობაში კორესპონდენტად მუშაობდა.
2016 მუშაობა დაიწყო მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურში. ასევე პრემიერ- მინისტრის აპარატში, მაშინ როდესაც პრემიერი ვოლოდიმირ გროისმანი იყო.
პრესსამსახურში რეფერანტად მუშაობის შემდეგ დეხტიარენკომ კარიერაში წინ წაიწია და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელად დაინიშნა.
სამი წლის შემდეგ, 2019 წელს, გროისმანის პოლიტიკურ პარტიის სახელით კენჭი იყარა.
დეპუტატის კარიერა არ გამოვიდა, მაგრამ დეხტიარენკოს კარგად გამოსდის პრესსპიკერობა.
2021 წელს ის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესსპიკერად დაინიშნა.
ბევრ გოგონას აინტერესებს – დაქორწინებულია თუ არა დეხტიარენკო.
ჟურნალისტი გულდასმით მალავს მისი პირადი ცხოვრების ამბებს ცნობისმოყვარე თვალისგან.
მის სოციალურ ქსელში ვერ ნახავთ მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს. იქ მხოლოდ საქმიან ფოტოებს აღმოაჩენთ.
თუმცაღა, არათითზე ის ბეჭედს ატარებს და აქედან გამომდინარე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მისი გული დაკავებულია.