LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არსებობს მოსაზრება, რომ „ტვ პირველში“ სატანისტური ორგიები იმართება: ვოლსკი

575
ვალსკი 22

„როდესაც პარლამენტის კედლებში მოცარტი და ბეთჰოვენი გაჟღერდება, მას მეტი სულიერება და ჰარმონია ექნება. თუ არ არის ინსტრუმენტი, შეიძინონ და დავუკრავ“, – ეს განცხადება უმრავლესობის წევრს, დეპუტატ ელისო ბოლქვაძეს ეკუთვნის.

თუკი პარლამენტი როიალის შეძენას იფიქრებს, მეც დავუკრავ: ელისო ბოლქვაძე

ბოლქვაძის ამ განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრის აზრით, არცთუ ცუდი აზრია, პარლამენტში კლასიკური მუსიკის აჟღერება, ზოგიც ფიქრობს, რომ პიანისტმა ელისო ბოლქვაძემ უნდა დაუკრას და პოლიტიკაში მისი ადგილი არაა.

დღეს პარლამენტის ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის ჰკითხეს, შესაძლოა, თუ არა, რომ ელისო ბოლქვაძის ინიციატივით პარლამენტში როიალი შეიტანონ, რაზეც ვოლსკიმ უპასუხა:

„არსებობს მოსაზრება, რომ „ტვ პირველში“ სატანისტური ორგიები იმართება. არსებობს ამაზე მოსაზრება, მაგრამ რეალურად ეს არავის დაუმტკიცებია“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g