LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ასე რის გეშინიათ?” – ჟურნალისტის კითხვა პუტინს

2635
პუტინი

“თქვენი პოლიტიკური ოპონენტების სია, სადაც არიან დახოცილები, დაკავებულები, დაპატიმრებულები, გრძელია და ყველა, ვინც ოპოზიციას ემხრობოდა, ხელი შეუშალეთ რომ ხელისუფლებაში მოსასვლელად არჩევნებში მონაწილეობა მიეღოთ, ასე ძალიან რისი გეშინიათ ბატონო პრეზიდენტო?” – ეს კითხვა დაუსვა ABC-ის ჟურნალისტმა რეიჩელ სკოტმა რუსეთი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, როდესაც პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ რუსეთის პირველი პირი პრესკონფერენციას მართავდა.

ვლადიმერ პუტინმა პასუხის გაცემისას, ალექსეი ნავალნის მოძრაობა, რომელის სახელი მან არ დაასახელა, ექსტრემისტულ ორგანიზაციად წარმოაჩინა და მასიური არეულობის მოწყობასა და კანონების დარღვევაში დასდო ბრალი.

შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა მაგალითად მოიყვანა ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული სამოქალაქო მოძრაობა “შავი ცხოვრება მნიშვნელოვანია” და აღნიშნა, რომ ამ მოძრაობას, მისი სიტყვებით “დაუმორჩილებლობა” და “განადგურება” მოჰყვა. პრეზიდენტმა პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი შტატების პრობლემას იზიარებდა და მსგავსი დემონსტრაციები საკუთარ საზღვრებში არ სურდათ მომხდარიყო.

სკოტმა ამის საპასუხოდ, რუსეთის პრეზიდენტს უთხრა “თქვენ ჩემს კითხვაზე არ გიპასუხიათ, სერ”

“თუ ყველა თქვენი ოპონენტი მკვდარია, ციხეშია, მოწამლულია – განა ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ სამართლიანი პოლიტიკური ბრძოლა არ გსურთ?”

ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად, პუტინმა 6 იანვარს, შტატების კაპიტოლიუმზე შეტევა გაიხსენა, აღნიშნა რომ პოლიტიკური ოპონენტებისა და აჯანყებულებს შორის დიდი განსხვავებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g