LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასეთ მომავალს გვთავაზობენ? დროშების გადმოფენა ტრაგედიით სპეკულირების რეალობას ვერ გადაფარავს: ტალიაშვილი ოპოზიციის პარლამენტში შეჭრაზე

96
1

“დღეს საზოგადოებამ კიდევ ერთხელ შეაფასა მათი დესტრუქცია და ამორალიზმი. პოლიტიკურ პასუხს ხალხისგან ოქტომბერში კვლავ მიიღებენ.” – წერს სოციალურ ქსელში მმართველი პარტიის დეპუტატი თამარ ტალიაშვილი ოპოზიციაზე და პარლამენტში დღეს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

ოპოზიცია პარლამენტში შეიჭრა – ადგილზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაა

როგორც ტალიაშვილი აღნიშნავს, ფასადზე საქართველოს და ევროკავშირის დროშების გადმოფენა ქაოსისა და გაურკვევლობისკენ ქვეყნის წაყვანის მცდელობების კასკადსა და ტრაგედიით სპეკულირების რეალობას ვერ გადაფარავს:

“აი, ასეთ მომავალს გვთავაზობენ???!

ვიცი, ბევრი უსვამთ საკუთარ თავს კითხვას, რატომ არიან დაგეშილი ქვეყნის ჯანჯღარზე. ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერის სურვილი აქვთ, თუ მტრის წისქვილზე წყლის დასხმაა მათი დავალება, მნიშვნელობა არ აქვს.

ფასადზე საქართველოს და ევროკავშირის დროშების გადმოფენა ქაოსისა და გაურკვევლობისკენ ქვეყნის წაყვანის მცდელობების კასკადსა და ტრაგედიით სპეკულირების რეალობას ვერ გადაფარავს.

დღეს საზოგადოებამ კიდევ ერთხელ შეაფასა მათი დესტრუქცია და ამორალიზმი. პოლიტიკურ პასუხს ხალხისგან ოქტომბერში კვლავ მიიღებენ.” – წერს “ფეისბუქში” ტალიაშვილი.

შეგახსენებთ, დღეს ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში, სხდომათა დარბაზში შეიჭრნენ და პარლამენტის ტრიბუნა დაიკავეს.

 

პოპულარულები