LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასეთ პრეზენტაციას ჩემი მეორე კურსის სტუდენტიც გააკეთებს: ვატო სურგულაძე ჯანდაცვის მინისტრის მიერ 10 წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე

201
BeFunky-collage (1)

“ისეთ პრეზენტაციას, როგორიც ჯანდაცვის მინისტრმა წარმოადგინა, ჩემი მეორე კურსის სტუდენტიც გააკეთებს”, – ამის შესახებ პარტია “ლელოს” წევრმა, ჯანდაცვის ექსპერტმა ვატო სურგულაძემ “ფორტუნას” გადაცემა “დღის თემაში” ჯანდაცვის სამინისტროს 10-წლიანი გეგმის პრეზენტაციის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო უზარმაზარი უწყებაა და ერთ ადამიანს ამის მართვა არ შეუძლია. მისივე თქმით უნდა მოხდეს სამინისტროს გაყოფა.

“მე ვხედავ იმას, რომ არაფერი არ გვაქვს. გენიალურად თქვა ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა, ეხლა ხელმისაწვდომობა გვაქვს და ხარისხიანი მედიცინა უნდა შევქმნათო. მედიცინა არ შეიძლება იყოს რომელიმე ხარისხის, გარდა უმაღლესისა.

რაც მოვისმინე პრეზენტაციაზე ეს არ იყო არავითარი გეგმა, ეს არის ზოგადად ფორმები. არცერთ კონკრეტულ თარიღზე საუბარი არ იყო. ასეთ პრეზენტაციას, ჩემი მეორე კურსის ბაკალავრიატის სტუდენტიც გააკეთებს.

ზოგადად, ეს არის უზარმაზარი სამინისტრო, ჯანდაცვის და კიდევ რაღაცეების. ერთ ადამიანს ამის მართვა არ შეუძლია, შეუძლებელია.

ამ სამინიტროს გაყოფა, გამიჯვნა თუ არ მოხდება, ქალბატონო ტიკარაძე კი არა ბისმარკი რომ მოიყვანო, ის ვერ მართავს ამხელა უწყებას, მითუმეტეს, როდესაც შესამაბისი განათლება და გამოცდილება აკლია ჯანდაცვის სტრუქტურის ხელმძღვანელობას”,-განაცხადა ვატო სურგულაძემ.

ცნობისთვის, დღეს ჯანდაცვის სამინისტროს 10-წლიანი გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. რა გაკეთდა და რა გეგმა აქვს ჯანდაცვის სამინისტროს მომდევნო 10 წელში – „ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვა, სოციალური კეთილდღეობა და ღირსეული შრომითი გარემო 2030“ პრეზენტაცია მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ წარადგინა.

რა გაკეთდა და რა გეგმა აქვს ჯანდაცვის სამინისტროს მომდევნო 10 წელში

პოპულალურები