LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-მა და რუსეთმა სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულება გაახანგრძლივეს

271
რუსეთ-ამერიკა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულება (New Start ) 5 წლით გაახანგრძლივეს,” – ამის შესახებ BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, ხელშეკრულების გაგრძელებით მსოფლიო უფრო უსაფრთხო გახდა.

„New START-ის 5 წლით გახანგრძლივებამ აშშ და მსოფლიო უფრო უსაფრთხო გახადა,“- წერს ბლინკენი „ტვიტერში“.

BBC-ის ცნობით, რუსეთის საგარეო სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, ხელშეკრულების ვადის გახანგრძლივების შესახებ შეთანხმება, ძალაში ოთხშაბათს, აშშ-ის საელჩოსთან დიპლომატიური ნოტების გაცვლის შემდეგ შევიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ხელშეკრულების გახანგრძლივების საკითხი აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა, ჯო ბაიდენმა და ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე დღის წინ გამართული სატელეფონო საუბრისას განიხილეს.

ხელშეკრულების ვადა 5 თებერვალს იწურებოდა და დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მის გაგრძელებაზე უარს აცხადებდა.