LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ს სურს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრად დარჩეს – ჯო ბაიდენი გაეროს გენერალურ მდივანს მიმართავს

69
ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს ოფიციალური წერილით მიმართავს. როგორც თეთრი სახლის ვებ-გევრდზე გამოქვეყნებულ წერილშია ნათქვამი, აშშ დონალდ ტრამპის მიერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დატოვებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე უარს ამბობს და ორგანიზაციის წევრად დარჩენა სურს.

„შეერთებულ შტატებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრად დარჩენა სურს. ჯანმო  COVID 19-ის მომაკვდინებელი პანდემიის წინააღმდეგ მსოფლიოს ბრძოლაში, გადამწყვეტ როლს ასრულებს, ისევე როგორც გლობალური ჯანდაცვის წინაშე მდგომი სხვა უამრავი საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში“.- აღნიშნულია ჯო ბაიდენის მიერ ხელმოწერილ წერილში.

ცნობისთვის, გასული წლის 6 ივნისს აშშ-მ გაეროს ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნა,  სადაც აღნიშნული იყო მოთხოვნა იმის შესახებ, რომ ამერიკა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას 2021 წლის 6 ივლისს დატოვებდა. დონალდ ტრამპმა ორგანიზაციის დატოვების გადაწყვეტილება 2020 წლის მაისში, კორონავირუსის პანდემიის გამო ჩინეთთან შექმნილი დაძაბულობის ფონზე მიიღო. ტრამპმა ჯანმო ჩინეთის „მარიონეტობაში“ დაადანაშაულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები