LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ასტრაზენეკას” დაგვიანებულ მარაგს შეიძლება უფრო მეტი პოზიტივი ჰქონდეს: ივანე ჩხაიძე

200
cms-image-000051296-e1617624863625

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე თვლის, რომ ამ “ასტრაზენეკას” დაგვიანებულ მარაგს შეიძლება უფრო მეტი პოზიტივი ჰქონდეს. ამის შესახებ მან “ფორტუნას” გადაცემა “დღის თემაში” ისაუბრა.

მისი განმარტებით, “ასტრაზენეკათი” რევაქცინაცია შეიძლება მხოლოდ 12 კვირის შემდეგ ჩაითვალოს დაგვიანებულად.

“სამწუხაროდ გვაქვს რეალობა, როდესაც მართლაც მივიღეთ ქვეყანაში ვაქცინის დეფიციტი. თუმცა, ამ ნეგატიურ მხარეს გაცილებით უფრო მეტი პოზიტივი შეიძლება ჰქონდეს. ეს რომ ყოფილიყო “სინოფრამის” ან “ფაიზერის” ვაქცინა, მაშინ ჩვენ სერიოზული რისკის ქვეშ დავდგებოდით. ვინაიდან ამ ვაქცინების შემთხვევაში რევაქცინაციის პერიოდი 2-3 კვირაა.

“ასტრაზენეკასთან” დაკავშირებით ყველაფერი სხვაგვარადაა. ჩვენ ვსაუბრობთ ვაქცინაზე, რომელსაც ძალიან განსხვავებული და პრაქტიკულად უნიკალური რევაქცინაციის ვადა აქვს, 4 – 12 კვირა. ძალიან ბევრი კვლევა ჩატარდა, რომელიც მიუთითებს, რომ რაც უფრო ხანგრძლივია პერიოდი, მით უფრო მაღალია დაცვა.

12 კვირის შემდეგ შეიძლება “ასტრაზენეკათი” რევაქცინაცია შეიძლება ჩაითვალოს დაგვიანებულად. რამდენადაც ცნობილია, ჩვენ მაქსიმუმ ერთ კვირაში შეიძლება მივიღოთ ეს ვაქცინა. ასე, რომ იმ ადამიანებისთვის ვინც “ასტრაზენეკას” ვაქცინას ელოდება, ამით არაფერი გაფუჭებულა”, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები