საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის – “თიბისის” ბიზნეს დაჯილდოება 2022-ზე ამ ნომინაციაში ბავშვების სათამაშოების შემქმნელი კომპანია “ატომ ქიდსია” წარდგენილი.

“ატომ ქიდსი” არის ინოვაციური კომპანია, რომელიც ქმნის სათამაშოებს STEAM დარგებიდან.

კომპანიის დამფუძნებელი ნინო ბარამიძე “ბიზნესნიუსს” კომპანიის შესახებ ესაუბრა და აღნიშნა, რომ ფინალში გასვლა მათთვის უკვე მნიშვნელოვანი მიღწევაა.

„ატომ ქიდსი არის საბავშვო შემეცნებითი ექსპერიმენტები. ჩვენი ექსპერიმენტული ნაკრები ძალიან მნიშვნელოვანია ადრეული ასაკის ბავშვების განვითარების ბავშვებისთვის და მათ განათლებას უწყობს ხელს. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი შესაძლებლობა ჩვენთვის. პირველ რიგში, ეს არის ცნობადობის ამაღლება, მეორე რიგში, ჩვენი შრომის შედეგი, რომ ვაკეთებთ სწორ საქმეს, სწორ ადგილას, ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო პროდუქტს ვქმნით. “თიბისი” გვაძლევს ამ შესაძლებლობას, რომ ჩვენმა კომპანიამ წარმოაჩინოს თავისი თავი ფინალში.

ძლიერი კონკურენტები გვყავს და ყველას წარმატებას ვუსურვებთ, ჩვენთვის ფინალში ყოფნაც დიდი წარმატებაა. გვჯერა, რომ შეგვიძლია გავიმარჯვოთ.

სამომავლო საქმიანობას იმ კუთხით შეცვლის, რომ ცნობადობა ამაღლდება “თიბისის” დახმარებით და დაგეგმილი გვაქვს, რომ ახალი ექსპერიმენტები შევქმნათ. ვეცდებით, რაც შეიძლება მეტი ბავშვი გახდეს “ატომ ქიდსის” მეცნიერი. გვჯერა, რომ ყველა ბავშვი არის მეცნიერი“, – ამბობს ნინო ბარამიძე.

“ატომ ქიდსი” საქართველოში ერთადერთი მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ქმნის სათამაშოს STEAM დარგებიდან. აღნიშნული მიდგომის საშუალებით, ბავშვები თამაშის პროცესში, სხვადასხვა აქტივობების საშუალებით სწავლობენ STEAM – ის მოვლენებს. კომპანიაში დაგეგმილია, რომ გაძლიერდეს კომპანიის კვლევის, განვითარების (RD) რგოლი. იგეგმება, რომ მოხდეს საწარმოს სტანდარტიზება და დამატებით 15 ექსპერიმენტის შექმნა www.atomkids.ge.

“თიბისის” ბიზნესის მხარდაჭერის პროექტში ბიზნეს დაჯილდოება 2022 ხუთ ნომინაციაში სულ 15 ფინალისტია შერჩეული. პროექტის მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება, მათ შესახებ ცნობადობის გაზრდა და ბიზნეს სოციუმის ჩამოყალიბების ხელშეწყობაა. დაჯილდოების ფინალური ღონისძიება დეკემბერში გაიმართება.

სოფიო ბერიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები