LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავარიებში 116 ადამიანი დაიღუპა – 2019 წლის სტატისტიკა

1802
avariagorshi

2019 წლის პირველ კვარტალში ავარიების შედეგად 116 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 1779 დაშავდა. სულ ამ პერიოდში 8369 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა და მათგან უმეტესობა თბილისში (5072). შემთხვევების რაოდენობის მიხედვით მეორე ადგილზე, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთია 667 შემთხვევით, შემდეგი კი აჭარა 549.

რაც შეეხება დაღუპულებს, ავარიის შედეგად, ყველაზე მეტი ადამიანი იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონებში დაიღუპა (30 ადამიანი). 26 ადამიანი კი თბილისში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა.

შსს-ს მონაცემებით, ამ პერიოდში 0-დან 7 წლამდე 1 ბავშვი დაიღუპა, 17-25 წლამდე 14 მოზარდი. აღსანიშნავია, რომ ავარიების შედეგად გარდაცვლილია 20 ქვეითად მოსიარულე და დაშავებულია – 173.

ავარიების სავარაუდო მიზეზი უმეტეს შემთხვევაში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაა, ასევე სტატისტიკაში ვკითხულობთ, რომ დისტანციის დაუცველობის გამო 54 ავარია დაფიქსირდა და მათგან 2 ფატალურად (მგზავრების დაღუპვით) დასრულდა.

რაც შეეხება სიმთვრალეს, ამ მიზეზით, სამ თვეში 50 ავტოსატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 76 დაშავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები