LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავღანეთის მისია სექტემბრამდე ეტაპობრივად დასრულდება: არჩილ თალაკვაძე

81
არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ნატო-ს გადაწყვეტილებით, ავღანეთის მისია მიმდინარე წლის სექტემბრამდე ეტაპობრივად დასრულდება.

თალაკვაძის თქმით, ქართველი ჯარისკაცები, რომლებიც ამ მისიის ფარგლებში მსახურობენ, ნატოსთან შეთანხმებული განრიგით ასევე დატოვებენ ავღანეთს და სამშობლოში დაბრუნდებიან.

“მადლობას ვუხდი ჩვენს ყველა სამხედრო მოსამსახურეს, რომლებმაც დასავლელი პარტნიორების მხარდამხარ ღირსეულად იმსახურეს მსოფლიოს ამ ყველაზე ცხელ წერტილში. განსაკუთრებულ პატივს მივაგებთ იმ გმირებს, რომლებმაც საქართველოსა და მსოფლიოში მშვიდობის დასაცავად სიცოცხლე გასწირეს,”- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პოპულალურები