LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრალიამ ჯოკოვიჩს აუცრელობის გამო ვიზა მეორედ გაუუქმა

97
ნოვაკ

მსოფლიოს ნომერ პირველ ჩოგანს, ნოვაკ ჯოკოვიჩს კორონავირუსის ვაქცინით აუცრელობის გამო ავსტრალიამ ვიზა მეორედ გაუუქმა.

BBC-ის ინფორმაციით, იმიგრაციის მინისტრის გადაწყვეტილებით ჯოკოვიჩს დეპორტაცია ემუქრება.

თუმცა, ამის მიუხედავად, Australian Open-ის ცხრა გზის გამარჯვებულს კვლავ შეუძლია სამართლებრივი დავა, ქვეყანაში დარჩენისთვის, კიდევ ერთხელ წამოიწყოს.

სპორტსმენის გამოსვლა, Australian Open-ზე 17 იანვარს უნდა შემდგარიყო. მინისტრის გადაწყვეტილებით კი ჯოკოვიჩს შესაძლოა ავსტრალიის ახალი ვიზის მისაღებად სამ წლიანი აკრძალვა დაემუქროს.

5 იანვარს ავსტრალიის ღია პირველობაში მონაწილეობისთვის ქვეყანაში ჩასულ ჯოკოვიჩს აუცრელობის გამო სასაზღვრო პოლიციამ ვიზა გაუუქმა და ქვეყანაში არ შეუშვა. ჩოგბურთელი საიმიგრაციო დაკავების სასტუმროში გადაიყვანეს.

ჯოკოვიჩმა სასაზღვრო პოლიციის გადაწყვეტილება გაასაჩივრა და სასამართლო დავაში გაიმარჯვა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მესაზღვრის გადაწყვეტილება ვიზის გაუქმებაზე არაგონივრული იყო.

ასევე, რამდენიმე დღის წინ მან დაადასტურა, რომ გასულ თვეს Covid-19-ის დადასტურების შემდეგ იზოლაციის წესები დაარღვია. Instagram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ჯოკოვიჩი წერდა, რომ 16 დეკემბერს Covid-19-ის დადასტურებიდან ორ დღეში ჟურნალისტს ინტერვიუსთვის შეხვდა.