LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზარაშვილი: რესპუბლიკური და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებენ

162
Untitled design (7)

ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე რესპუბლიკურსა და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოებში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ახალი ინფექციური საავადმყოფოს რემონტი რამდენიმე თვეში დასრულდება, სადაც განთავსდება როგორც ბავშვთა, ისე მოზრდილთა ინფექციური განყოფილებები.

“800-ზე მეტი ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტი კიდევ საშუალოდ 40%-ით გაიაფდება” – ღარიბაშვილი

რაც შეეხება რესპუბლიკურ საავადმყოფოს, მინისტრის განმარტებით, მიმდინარეობს მუშაობა, თუ სად და რა კონცეფციის უნდა იყოს ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო, რომლის შემადგენლობაშიც ბავშვთა ონკოლოგიური განყოფილებაც იქნება.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მოსახლეობისთვის ხარისხიანი ჯანდაცვის მიწოდება, აქედან გამომდინარე, რამდენიმე რეფორმა დავიწყეთ. 2025 წლიდან საქართველოში მოქმედი ყველა კლინიკა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებშია ჩართული, საერთაშორისო სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს. თბილისში არსებული ჩვენი ორი კლინიკა – რესპუბლიკური და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოები დღეისთვის ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს იქ არსებული ინფრასტრუქტურული თუ სხვა ტიპის პრობლემის გამო.

ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს შემთხვევაში, ახალ ინფექციურ საავადმყოფოს, რომელიც რამდენიმე წლის წინ იქნა შეძენილი, აქტიურად ვარემონტებთ. აქ იქნება როგორც მოზრდილთა, ისე ბავშვთა ინფექციური. ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს გუნდი მთლიანად გადავა ახალ კლინიკაში. ამ პრობლემის მოგვარება რამდენიმე თვეში დასრულდება.

რესპუბლიკურ საავადმყოფოს რაც შეეხება, მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება, რომ თბილისში გვქონდეს იმ თანამედროვე სტანდარტების კლინიკა, რაც 2025 წლისთვის შემოვიტანეთ.

თბილისს ექნება სახელმწიფო კლინიკა, რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც იქნება მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე და დააკმაყოფილებს ყველა იმ სტანდარტსა და გამოწვევას, რაც აუცილებელია ჩვენი მოქალაქეების ხარისხიანი ჯანდაცვისთვის. აქტიურად მიდის კონცეფციაზე მუშაობა, რასაც, ვფიქრობ, ძალიან მალე წარმოგიდგენთ. ამ კლინიკის რეაბილიტაციის გადაწყვეტილება დააჩქარა იმან, რომ მოგეხსენებათ, წინა წელს დავიწყეთ საუბარი ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებაზე, რაც ქვეყანაში არ გვაქვს და ბავშვთა ონკოლოგია სწორედ ამ კლინიკის ერთ-ერთი ნაწილი იქნება. საბოლოოდ, ძალიან მალე წარმოგიდგენთ, სად და რა კონცეფციის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო უნდა გვქონდეს და ბავშვთა ონკოლოგიაც იქვე იქნება გათვალისწინებული. ვფიქრობ, პროექტს საშუალოდ 2-2.5 წელი დასჭირდება. საბოლოოდ მივიღებთ მაღალტექნოლოგიურ, მრავალპროფილურ კლინიკას, რომელიც აუცილებელია, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებობდეს“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

mazda magti 5g