მთავარი არხის ინფორმაციით, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა, საქართველოს საზღვარზე, დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე მწყემსი დაჭრეს. მათივე ცნობით, მწყემს, დაახლოებით, 10 ტყვია ესროლეს.

“ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს,  რომ ინციდენტი მოხდა, თუმცა არ განმარტავენ, დაჭრა თუ არა აზერბაიჯანელმა მესაზღვრემ მწყემსი.

უწყება აზერბაიჯანული მხარეზე დაყრდნობით აცხადებს, რომ დაზარალებულის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია. არსებული ინფორმაციით, დაჭრილი თავად მესაზღვრეებმა განჯის საავადმყოფოში გადაიყვანეს .

“6 დეკემბერს მომხდარი ინცინდენტის შედეგად დაზარალდა საქართველოს მოქალაქე, რომელიც, მკურნალობის მიზნით, გადაყვანილია შემთხვევის ადგილთან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში. პაციენტი უკვე მოინახულეს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა”, — განუცხადეს “ფორტუნას” უწყებაში.

მათივე განცხადებით, მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. პროცესში აქტიურად თანამშრომლებენ ქართველი და აზერბაიჯანელი სამართალდამცავები.

 

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები