LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბადაგონი“ გერმანიაში აღიარეს – მას საუკეთესო ღვინის კომპანიის სტატუსი მიენიჭა

135
85199299-3015874208443728-7371077617048354816-n

გერმანიაში ღვინის საერთაშორისო კონკურსზე MUNDUS VINI კომპანიაბადაგონს საუკეთესო ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის სტატუსი მიენიჭა!

როგორცმ კომპანიაში აცხადებენ, „ბადაგონის“ ღვინოებმა უპრეცედენტო შედეგები აჩვენა – კონკურსში მონაწილე ექვსივე ღვინომ ოქროს მედალი მოიპოვა და ღვინოს „საფერავი რეზერვი 2010“ უმაღლესი ოქრო და კონკურსის საუკეთესო ღვინის ტიტული მიენიჭა!

აღსანიშნავია, რომ MUNDUS VINI მსოფლიოში წამყვანი ერთერთი უმსხვილესი ღვინის საერთაშორისო კონკურსია, რომელიც წელს ოცდამეექვსეჯერ ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობას იღებდა ღვინოები 54 ქვეყნიდან, რომელიც 268 ღვინის ცნობილმა ექსპერტმა შეაფასა.

„ვულოცავთ ქართული ღვინის გულშემატკივრებს უმაღლესი საერთაშორისო აღიარების მოპოვებას“, – აცხადებენ „ბადაგონში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები