LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაიდენი: პუტინი ხელისუფლებაში ვერ დარჩება

548
Untitled design

ამერიკის შეერთებულ შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინი ხელისუფლებაში ვეღარ დარჩება.

ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთმა დემოკრატია მოგუდა და მას სურს, იგივე გააკეთოს სხვაგანაც.

ბაიდენმა ამის შესახებ ვარშავაში მაშინ ისაუბრა, როდესაც, პოლონეთის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ვარშავის  ქუჩებში შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა:

“ღვთის გულისთვის, ეს ადამიანი ვერ დარჩება ხელისუფლებაში. რუსეთმა მოგუდა დემოკრატია და იგივეს გაკეთება სურს არა მხოლოდ რუსეთში, არამედ სხვაგანაც. დემოკრატიისთვის ბრძოლა ვერ დასრულდა ცივი ომის დასრულებით.

ბოლო 30 წლის განმავლობაში ავტოკრატიული ძალები აღზევდნენ მთელ მსოფლიოში. ეს ნიშნები ცნობილია, უპატივცემულობა კანონის უზენაესობისადმი, უპატივცემულობა დემოკრატიისადმი, უპატივცემულობა სიმართლისადმი. დღეს რუსეთმა მოგუდა დემოკრატია და სურს იმავეს გაკეთება არა მხოლოდ რუსეთში, არამედ სხვაგანაც.

ეთნიკური სოლიდარობის ცრუ საბაბით მან ძირი გამოუთხარა მეზობელ ქვეყნებს. პუტინს აქვს მიზანი, თქვას, რომ ის არ აზრალებს უკრაინას. ეს არის ცინიკური ტყუილი და მან ეს იცის. ეს ასევე არის უხამსობა. პრეზიდენტი ზელენსკი დემოკრატიულად იყო არჩეული. ის ებრაელია. მამამისის ოჯახი ჰოლოკოსტის დროს განადგურდა, პუტინს ჰყოფნის თავხედობა, როგორც ყველა ავტოკრატს, იფიქროს, რომ რადგან ის ძლიერია, სიმართლე მის მხარესაა”, – თქვა ბაიდენმა.

მან ასევე გააფრთხილა რუსეთის ხელისუფლება, არ მიუახლოვდეს ნატოს ტერიტორიას:

“ვაფრთხილებ პუტინს, ერთი დიუმით არ გადაადგილდეს ნატო-ს ტერიტორიაზე”, – აღნიშნა ბაიდენმა.

დღესვე ბაიდენმა აღნიშნა, რომ პუტინი “ყასაბია”.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

დმიტრო კულება: ბაიდენმა მითხრა, რომ აშშ უკრაინის გვერდით იქნება ჩვენს გამარჯვებამდე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g