LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის აეროპორტში ნაღმს ეძებდნენ – 1 ფრენა გადაიდო

283
BeFunky-collage (1)

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში გამნაღმველები მუშაობდნენ.

აეროპორტში ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინება დაახლოებით 17:00 საათისთვის შევიდა.

შეტყობინების მიღებისთანავე აეროპორტში განგაში გამოცხადდა – მგზავრებს და პერსონალს აეროპორტის ტერიტორია დაატოვებინეს.

ნაღმის სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო პოლიცია და კინოლოგები.

აეროპორტში ნაღმის არსებობის შესახებ შესული შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა.

აღნიშნული შემთხვევის გამო ორი საათით გადაიდო „თურქეთის ავიახაზების“ ბათუმი-სტამბოლის რეისი, რომელიც 17:40 საათზე უნდა შესრულებულიყო და 19:40 საათზე შესრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g